13 მაისი - კორონავირუსი და მსოფლიო

13 მაისი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 13 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 81 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 245 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 600 ადამიანი და დაიღუპა 51, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 847 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 955 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 10 243 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 121 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 527 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 918 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 031 და დაიღუპა 149 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 329 და დაიღუპა 51.

კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200513-covid-19-sitrep-114.pdf?sfvrsn=17ebbbe_4