ქრონიკული სურდო

ქრონიკული სურდო

რინორეა არის მდგომარეობა, როდესაც ცხვირიდან ზედმეტი სითხე გამოიყოფა.

სურდოს, ცხვირიდან გამონადენის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გაციება და გრიპი;
  • ტირილი;
  • ცივი ამინდი;
  • ინფექცია;
  • ალერგიული რინიტი;
  • არაალერგიული რინიტი;
  • ცხვირის ნიჟარის შეშუპება;
  • გადიდებული ადენოიდები;
  • ცხვირის პოლიპები;
  • უცხო სხეული ცხვირში;
  • ცხვირის კისტა ან სიმსივნე;
  • ქოანალური ატრეზია და სხვა.

ხშირად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, სურდო დამოუკიდებლად ალაგდება ხოლმე. თუმცა თუ ცხვირიდან გამონადენი გაწუხებთ 10 დღეზე მეტხანს, სავარაუდოდ, სურდოს მიზეზი რომელიმე მდგომარეობაა (რომელზეც წინა აბზაცში უკვე გესაუბრეთ). ამასთან, თუ მაღალი სიცხეც ქრონიკულად გაქვთ, სასწრაფოდ უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია.

როდესაც ცხვირიდან გამონადენი ქრონიკულ სახეს იღებს, იზრდება რიგი გართულებების რისკი, მაგალითად, ირღვევა ძილის ხარისხი, ქვეითდება პაციენტის ცხოვრების რიტმი, შესაძლოა ჩამოყალიბდეს გაცილებით მწვავე ინფექცია, დაზიანდეს სმენა.

 

 

წყარო:

https://www.stanfordchildrens.org/en/service/ear-nose-throat/conditions/chronic-rhinorrhea