რას გვიჩვენებს ოფლის ანალიზი?

რას გვიჩვენებს ოფლის ანალიზი?

რა მიზნით ინიშნება ოფლის ანალიზი?

ანალიზის დროს ხდება ოფლის შეგროვება და ქლორიდის რაოდენობის შეფასება.

ანალიზის მიზანია დადგინდეს ხომ არ აქვს ბავშვს კისტური ფიბროზი. ტესტი განკუთვნილია იმ ჩვილებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც ავადობენ გულმკერდის ინფექციებით, უჭირთ წონის მომატება ან აღენიშნებათ ზრდა-განვითარების ჩამორჩენა.

ზუსტი დიაგნოზისთვის ორგანიზმიდან საკმარისი რაოდენობის ოფლის მიღებაა აუცილებელი - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პროცედურა რამდენჯერმე ტარდება.

თუ ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქლორიდის რაოდენობა დაბალია, ბავშვს არ აქვს კისტური ფიბროზი. ქლორიდის მაღალი შემცველობის შემთხვევაში ინიშნება სისხლის ანალიზი და სწორედ ამის შემდეგ დასტურდება დიაგნოზი.

რა არის კისტური ფიბროზი?

კისტური ფიბროზი მემკვიდრეობითი, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სხვა ორგანოებს. პათოლოგია ვნებს იმ უჯრედებს, რომელიც გამოიმუშავებს ლორწოს, ოფლსა და საჭმლის მომნელებელ წვენს.

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია და ნიშნები იცვლება დიაგნოზის სიმძიმის შესაბამისად. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება თინეიჯერობამდე და ზოგჯერ ზრდასრულ ასაკამდეც კი.

კისტური ფიბროზის მქონე პაციენტის ოფლში ნორმაზე, რეკომენდებულზე მეტი მარილია - ხშირად, მშობელი მარილის გემოსაც კი გრძნობს, როდესაც შვილს კოცნის.

 

წყარო: 

https://www.gosh.nhs.uk/conditions-and-treatments/procedures-and-treatments/having-sweat-test/#:~:text=A%20sweat%20test%20involves%20collecting,lungs%20and%20the%20digestive%20system.