კანის ინფექციები

კანის ინფექციები

კანის ინფექცია არაერთი პათოგენის (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი, სოკო) შედეგად ყალიბდება.

სიმპტომები და მკურნალობის კურსი გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.

ინფექცია შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე სერიოზული. კანის ინფექციათა უმეტესობა ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობის კურსს, თუმცა ზოგჯერ იმდენად სერიოზული ფორმითაა გამოხატული, რომ კანში ღრმად იჭრება და ორგანიზმში, გაცილებით შორ მანძილზე ვრცელდება.

კანის ინფექციის განვითარებისა და გამწვავების რისკი მაღალია თუ ანამნეზში ფიქსირდება:

  • დიაბეტი;
  • სისხლის ცუდი მიმოქცევა;
  • კვებითი უკმარისობა;
  • სუსტი იმუნიტეტი;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • ხანდაზმული ასაკი;
  • სიმსუქნის ფონზე განვითარებული ერთგვარი კანის ნაკეცები.

რასაკვირველია, მსუბუქი ინფექციის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა სხვა ტიპის ინფექციის მკურნალობა დაუშვებელია თვითნებურად, უნდა მიმართოთ ექიმს.

არსებობს 4 ტიპის კანის ინფექცია, კერძოდ:

  • ბაქტერიული;
  • ვირუსული;
  • სოკოვანი;
  • პარაზიტული.

თავისთავად, სიმპტომები დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, გამომწვევ მიზეზსა თუ ინდივიდუალურ ფაქტორებზე, თუმცა სახასიათოა რამდენიმე ნიშანი.

გავრცელებული სიმპტომებია:

  • კანის სიწითლე,
  • სიფერმკრთალე;
  • დაზიანებები, რომელიც შეიძლება გაგონებდეთ წანაზარდს, იყოს კანიდან ამობურცული ან თანაბარი, ან სულაც უსწორმასწორო;
  • ქავილი;
  • ტკივილი და სისუსტე.

ზოგჯერ ვლინდება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, სიცხე.

 

მწვავე ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

  • ჩირქი;
  • ბებერები;
  • წყლულები;
  • ნეკროზისთვის, ანუ ქსოვილის სიკვდილისთვის დამახასიათებელი სიმუქე;
  • შეშუპება;
  • ტკივილი და ფერის შეცვლა.

 

 

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/skin-infection#_noHeaderPrefixedContent