მოუსვენრობა - როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მოუსვენრობა - როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ეს შეგრძნება ცხოვრებაში ერთხელ მინიმუმ ყველა ადამიანს განუცდია.

თუმცა თუ ეს სიმპტომი მწვავე ფორმითაა გამოხატული, ხანგრძლივი დროით გაწუხებთ ან განმეორებითობა ახასიათებს, სავარაუდოდ, რომელიმე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნიშანია.

 

მოუსვენრობა შესაძლოა გამოვლინდეს მოუსვენარი ფეხების სინდრომის, ხასიათის დარღვევის, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტის, ჰიპერთირეოზის, დემენციის, შფოთვის, ბიპოლარული აშლილობის, კლინიკური დეპრესიის, შიზოფრენიისა თუ სხვა პათოლოგიის ფონზე.

 

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გეცნობათ შემდეგი სიმპტომები:

 

  • მოუსვენრობის გამო გაწუხებთ უძილობა ან რეგულარულად გერღვევათ მშვიდი ძილის რეჟიმი; 
  • ეჭვობთ, რომ ეს სიმპტომი გაჩნდა მედიკამენტის მიღების შემდეგ; 
  • უჩივით დისკომფორტსა და ტკივილს;
  • გამოგივლინდათ დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები.

 

მოუსვენრობისთვის დამახასიათებელია:

 

  • შფოთვა;
  • ნევროზულობა;
  • წრიალი;
  • დაქვეითებულია კონცენტრაციის უნარი;
  • გაღიზიანება.

 

მოუსვენრობის სპეციფიკური მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ანუ სიმპტომის შესამსუბუქებლად აუცილებელია დიაგნოსტირდეს გამომწვევი მიზეზი, დაავადება.

 

მოუსვენრობის პრევენციისა თუ სიმპტომის შემსუბუქებისთვის მოწოდებულია შემდეგი სტრატეგია:

 

  • მშვიდი ძილი ყოველ ღამით;
  • ჯანსაღი რაციონი;
  • უარი თამბაქოზე, ალკოჰოლზე;
  • რეგულარული ვარჯიში;
  • მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან და მეგობრებისგან - ამ დროს ძალიან ეფექტურია საყვარელი ადამიანების გვერდში დგომა.

  

წყარო:

 

https://www.verywellhealth.com/restlessness-5223436