რა არის შარდის ბუშტის ფისტულა?
ფისტულა პათოლოგიური ხვრელი, მილია, რომელიც ფორმირდება ორგანიზმის ორ ცარიელ სივრცეს შორის. შარდის ბუშტის ფისტულა წარმოიქმნება შარდის ბუშტსა და სხვა ორგანოს ან კანს შორის. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჩნდება შარდის ბუშტსა და ნაწლავს ან შარდის ბუშტსა და ვაგინას შორის.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- შარდის ბუშტის დაზიანება;
- ნაწლავის კიბო;
- გინეკოლოგიური კიბო;
- გადატანილი სხივური თერაპია;
- ანამნეზში ანთებითი დაავადება;
- აწლავზე ან შარდის ბუშტზე ჩატარებული ოპერაცია.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- მოშარდვისას შარდსადენი მილიდან აირები გამოიყოფა;
- ანამნეზში ქრონიკული, განმეორებითი საშარდე გზების ინფექციები;
- შარდი განავალს ჰგავს;
- შარდს აქვს განავლის სუნი.
დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, გაეცნობა სიმპტომებს. უროლოგი დანიშნავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას შარდის ბუშტისა და ახლომდებარე სტრუქტურების სათანადოდ შესწავლის მიზნით.
შარდის ბუშტის ფისტულის დიაგნოზის დროს, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, საჭიროა ქირურგიული პროცედურა, რომლის მიზანიც შარდის ბუშტიდან დაზიანებული ნაწილის, ქსოვილის მოცილებაა.
წყარო: