ჰიპერჰიდროზი.
ჭარბ ოფლიანობას სამედიცინო ენაზე ჰიპერჰიდროზი ეწოდება.
ოფლიანობა შესაძლოა გაწუხებდეთ როგორც მთლიან სხეულზე, ისე ორგანიზმის ერთ კონკრეტულ უბანში; როგორც წესი, ოფლდენა ხშირია იღლიის, სახის, ხელებისა და ფეხების არეში.
დიაგნოზი ჭარბი ოფლიანობაა თუ ოფლი ჰაერის ტემპერატურასთან ან ფიზიკურ აქტივობასთან შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყოფა. ზოგჯერ ჰიპერჰიდროზი სერიოზული პათოლოგიის ნიშანია.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ძლიერ ოფლდენას თან ახლავს თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, აჩქარებული პულსი, ცივი კანი.
ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ შემდეგი სიმპტომების დროს:
§ ოფლიანობა აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, არღვევს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს;
§ იწვევს უხერხულობას;
§ სრულიად მოულოდნელად უჩვეულოდ მეტად ოფლიანობთ;
§ გამოგივლინდათ ღამის ოფლიანობა და ჩივილს ვერაფერს უკავშირებთ.
ჰიპერჰიდროზისგართულებულიკლინიკურიშემთხვევებისმაგალითებია:
§ კანის ინფექციები;
§ სოციალური და ემოციური ეფექტი.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
§ სისხლის ანალიზი;
§ შარდის ანალიზი;
§ ოფლის ტესტი.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჭარბი ოფლიანობის გამომწვევ მიზეზზე. თუ მიზეზი ვერ დადგინდება, ექიმი შეეცდება უშუალოდ სიმპტომი, ანუ ოფლიანობა მართოს.
შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური თერაპია. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hyperhidrosis/diagnosis-treatment/drc-20367173