ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 12 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 82 591 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 261 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 296 ადამიანი და დაიღუპა 34, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 41 266 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 675 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 8 863 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 125 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 24 184 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 277 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 020 და დაიღუპა 116 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 962 და დაიღუპა 34.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: