ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 11 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 88 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 531 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 907 ადამიანი და დაიღუპა 46, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 47 073 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 151 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 9 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 135 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 23 660 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 051 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 5 567 და დაიღუპა 125 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 248 და დაიღუპა 23.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: