სეზონური დეპრესია.
სეზონური დეპრესია, ასევე ცნობილი როგორც სეზონური აფექტური აშლილობა, დეპრესიის ტიპია, რომელიც სეზონური ცვლილების ფონზე ყალიბდება და ძირითადად, გვიან შემოდგომაზე ჩნდება.
სეზონური დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მწვავდება შემოდგომის მიწურულს და ადრეულ ზამთარში, ხოლო მდგომარეობა უმჯობესდება გაზაფხულზე, მზიან დღეებთან ერთად.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- მოწყენილობა;
- შფოთვა;
- წონის მატება;
- ნახშირწყლების მიღების ძლიერი სურვილი;
- დაღლილობა, უენერგიობა;
- უიმედობის განცდა;
- ადამიანი ინტერესს კარგავს საყვარელი საქმიანობის მიმართ და რეკომენდებულზე დიდხანს სძინავს;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- გაღიზიანება;
- სიმძიმის შეგრძნება კიდურებში და სხვა.
სეზონური აფექტური აშლილობის რისკი მაღალია თუ ანამნეზში ფიქსირდება შემდეგი:
- დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა;
- შიზოფრენია;
- ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ზამთარში ნაკლები მზის სხივია;
- ცხოვრობთ ღრუბლიან რეგიონში.
თუ თვლით, რომ სეზონური დეპრესიისთვის ან ხასიათის ცვლილებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაქვთ, მიმართეთ ექიმს.
სეზონური დეპრესია ხშირია 18-დან 30 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში და ამ დიაგნოზით უმეტესად ქალები ავადობენ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/9293-seasonal-depression