თუ სიბნელის გამო დაძინების გეშინიათ, მზის ჩასვლის შემდეგ ქუჩაში ყოფნას ერიდებით ან ჩაბნელებულ ოთახში უცნაური ხმა გესმით

თუ სიბნელის გამო დაძინების გეშინიათ, მზის ჩასვლის შემდეგ ქუჩაში ყოფნას ერიდებით ან ჩაბნელებულ ოთახში უცნაური ხმა გესმით

დიაგნოზი სიბნელის შიში.

სიბნელის შიშს სამედიცინო ენაზე ნიქტოფობია ეწოდება და დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში, თუმცა ეს ფობია შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

სიბნელის შიში იმდენად ძლიერია, რომ ნიქტოფობიის მქონე პირს მშვიდად დაძინება უჭირს, პანიკური შეტევა ეწყება სივრცეში, სადაც საკმარისი განათება არ არის და მზის ჩასვლის შემდეგ, დაბნელებისას, სახლიდან გასვლას ვერაფრით აიძულებთ.

ნიქტოფობია უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების რიტმზე - უძილობა დღის ნორმალურ რუტინას არღვევს, სიბნელიდან გაქცევის მცდელობა თავისთავად გაშორებთ სოციალურ ურთიერთობებს (მოგეხსენებათ, ღონისძიებათა უმეტესობა საღამოს ან ღამის საათებშია).

როგორც წესი, ნიქტოფობიის დროს ბავშვებს ეშინიათ ოთახში მარტო დარჩენის, ვერ იძინებენ საძინებელში, სადაც სინათლე ჩამქრალია.

ნიქტოფობია არ არის მხოლოდ სიბნელის შიში. ამ ფობიის დროს ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც აშინებთ ის, რისი დანახვაც სიბნელის გამო არ შეუძლიათ. მაგალითად, ბავშვებს სიბნელეში შეიძლება ეშინოდეთ მოჩვენებების, მონსტრების, მძარცველების. მათ ასევე აშინებთ ხმა, რომელიც ესმით ჩამქრალ ოთახში და განსაკუთრებით მაშინ თუ არ იციან რა იწვევს ამ ხმას. მათ ისევე ეშინიათ იმის თუ რა არის სიბნელეში, როგორც უშუალოდ თავად სიბნელის.

ნიქტოფობია შესაძლოა ჩამოყალიბდეს წარსულში გადატანილი ტრავმული მოვლენის გამო.

შეიძლება ზოგიერთმა მშობელმა რეალურად ვერ აღიქვას თუ რა შიშს განიცდის პატარა ადამიანი სიბნელეში - თუ ბავშვმა ერთხელ მაინც დაიჩივლა ამ ფობიაზე, მიმართეთ ფსიქოლოგს.

სახლის პირობებში შესაძლოა დაგეხმაროთ (შიში შეამციროს) შემდეგი სტრატეგია:

  • ხშირად გაიმეორეთ შემდეგი ფრაზა „სიბნელეა, მაგრამ უსაფრთხოდ ვარ“. საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოთ რომ კარგად ხართ;
  • ლოგინში დაწექით და ღრმად ისუნთქეთ. წარმოიდგინეთ დიდი რაოდენობით ჰაერი როგორ ჩადის ორგანიზმში;
  • სიბნელეში წარმოიდგინეთ ყველაზე პოზიტიური სურათი, მაგალითად, იფიქრეთ როგორ ეთამაშებით კატას ბუნებაში;
  • კუნთები მოადუნეთ.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22785-nyctophobia-fear-of-the-dark