კვებითი ინტოქსიკაცია - რა შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

კვებითი ინტოქსიკაცია - რა შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

რომელი სიმპტომის შემთხვევაში უნდა მოთავსდეს პაციენტი კლინიკაში?

კვებითი ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიმპტომები მართვადია სახლის პირობებში - მოწოდებულია პაციენტმა დაისვენოს, მიიღოს სითხე. თუმცა მწვავე მიმდინარეობის დროს აუცილებელი ხდება ჰოსპიტალიზირება და მკურნალობა კლინიკაში.

სიმპტომები იწყება დაბინძურებული საკვებისა თუ სასმელის მიღებიდან რამდენიმე საათში.

დამახასიათებელია:

  • თავის ტკივილი;
  • დაღლილობა;
  • პირის სიმშრალე;
  • მუცლის ტკივილი და სპაზმი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ხშირი დიარეა;
  • სიცხე.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • გონების დაკარგვა;
  • დაბნეულობა;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • თავბრუსხვევა;
  • მაღალი სიცხე;
  • პაციენტს არ აქვს მოშარდვის სურვილი ან შარდი ძალიან მუქი ფერისაა;
  • შეტევები და მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
  • ძლიერი დიარეა და ღებინება (შეიძლება შენიშნოთ სისხლიც);
  • მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები.

 

 

 

წყარო:   

https://www.dignityhealth.org/sacramento/services/emergency-department/when-to-go-to-er/food-poisoning-treating