შეტევის ტიპები

შეტევის ტიპები

რა არის შეტევა?

შეტევა არაკონტროლირებადი ელექტრული აქტივობის იმპულსია ტვინის უჯრედებს შორის.

შეტევის დროს ვლინდება დროებითი პათოლოგიები კუნთსა და მოძრაობაში.

თუ ადამიანს განმეორებითი შეტევები აქვს, დიაგნოზი ეპილეფსიაა.  

განვიხილოთ შეტევის ფორმები დეტალურად.

ფოკალური ან ნაწილობრივი შეტევა

ამ ფორმის დროს შეტევა ჩნდება ტვინის ერთ არეში - გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ფოკალური ტრავმა. სამედიცინო ისტორიისა თუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის საფუძველზე დადგინდება მიზეზი.

ფოკალური შეტევა იწყება ტვინის ერთ რომელიმე უბანში და სხვა არეში ვრცელდება. სიმპტომები ან მსუბუქია, ან მწვავე.

გენერალიზებული შეტევა

იგი პათოლოგიური ნერვის მიერ გამოტყორცნილი დიდი ტალღაა, რომელიც ვლინდება ტვინის ქერქში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ტვინის ელექტრული აქტივობის დისბალანსი შემაფერხებელ სისტემასა (ნერვი, რომელიც ახშობს ორგანოს ფუნქციას) და აქსელერატორში.

გენერალიზებული შეტევა შესაძლოა ჩამოყალიბდეს უძილობის თუ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების ფონზე და რისკი იზრდება გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე პირებში.

მიოკლონური შეტევა

მიოკლონური შეტევა მოიცავს სხეულის ან კიდურის უეცარ სპაზმს, კრუნჩხვას. სპაზმი ვლინდება დილით და გამოიხატება სხეულის ორივე არეში.

ტონიკური და ატონიკური შეტევა

ამ ტიპის შეტევა აქვთ ადამიანებს, რომელთაც ანამნეზში ტვინის მრავალჯერადი დაზიანება ან ინტელექტუალური დარღვევა აღენიშნებათ.

უეცარი სპაზმის, უძრაობისა და გაშეშების გამო ადამიანი იქცევა და წაქცევის გამო შესაძლოა მიიღოს დაზიანება.

ტონიკური და ატონიკური შეტევის მართვა შესაძლებელია შესაბამისი მედიკამენტებით - ზოგჯერ ინიშნება ნერვის სტიმულაცია და კვებითი თერაპია.

წყარო:      

https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/epilepsy/types-of-seizures