როცა ტკივილგამაყუჩებელი აღარ მოქმედებს

როცა ტკივილგამაყუჩებელი აღარ მოქმედებს

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მედიკამენტი ტკივილს ვერ გიყუჩებთ?

ტკივილგამაყუჩებლის დანიშნულება დროებითი თუ ქრონიკული ტკივილის გაყუჩებაა.

გაითვალისწინეთ, ზოგჯერ 1 საათია საჭირო ტკივილის გასაყუჩებლად, ანუ დაახლოებით ეს დრო შეიძლება დასჭირდეს მედიკამენტს იმისთვის, რომ ორგანიზმში „იმოგზაუროს“ და დანიშნულების ადგილს, ტკივილის ზონას მიაღწიოს, სისხლის მიმოქცევის სისტემაში შეიწოვოს.

თუ პარალელურად სხვა ტიპის წამალსაც იღებთ, სავსებით მოსალოდნელია ტკივილგამაყუჩებელმა არ იმოქმედოს; არსებობს რისკი იმისა, რომ ეს სხვადასხვა ნივთიერება ერთმანეთზე უარყოფითად აისახოს და ნეგატიური ურთიერთქმედების ფონზე პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ უკვე დანიშნული გაქვთ სხვა ტიპის წამალი არ დალიოთ ტკივილგამაყუჩებელი თვითნებურად, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

ხანგრძლივი დროით ტკივილგამაყუჩებლის მოხმარების შედეგად ორგანიზმი მასზე დამოკიდებული ხდება.

როგორც კი შენიშნავთ, რომ ტკივილგამაყუჩებელმა ეფექტი დაკარგა და დისკომფორტს ვეღარ უმკლავდება, აცნობეთ ექიმს. მედიკოსმა ასევე უნდა იცოდეს თუ ახასიათებს დანიშნულ წამალს რამე ტიპის გვერდითი მოვლენა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ტკივილის გამომწვევი მიზეზის მართვა შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევით, შესაბამისად, მედიკამენტური თერაპიით სიმპტომი არ გაქრება.

 

 

 

წყარო:  

https://lyphe.com/what-to-do-when-painkillers-dont-work/