რა არის იშიასი?
იშიასი არის ნერვის ტკივილი, რომელიც ყალიბდება საჯდომის ნერვის ტრავმისა თუ გაღიზიანების ფონზე.
იშიასის მიზეზია გაღიზიანება, ანთება, კომპრესია თუ შეკუმშვა.
ჩვეულებრივ, არ არის სერიოზული პათოლოგია და ექვემდებარება თვითმკურნალობას. მწვავე კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა; მძიმე ფორმის იშიასის დროს აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
საჯდომის ნერვი ყველაზე გრძელი და სქელი ნერვია ორგანიზმში.
არსებობს ორი ტიპის იშიასი:
- ჭეშმარიტი, ნამდვილი იშიასი (ნებისმიერი ტრავმა ან დაავადება, რომელიც პირდაპირ აზიანებს საჯდომის ნერვს);
- იშიასის მსგავსი პათოლოგია (საუბარია დაავადებებზე, რომელიც სიმპტომურად ძალიან ჰგავს იშიასს).
იშიასი გავრცელებული მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ დიაგნოზი იშვიათია 20 წლამდე ასაკის პირებში.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი;
- სპონტანურად განვითარებული შეგრძნებები;
- დაბუჟება;
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- კუნთის სისუსტე;
- შარდის შეუკავებლობა;
- განავლის შეუკავებლობა.
იშიასის გამომწვევი დაავადებებია:
- მალთაშუა დისკის თიაქარი;
- დეგენერაციული დისკის დაავადება;
- სპინალური სტენოზი;
- სპონდილოლისთეზი;
- ოსტეოართრიტი;
- ტრავმა;
- სიმსივნე;
- კისტა და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12792-sciatica