ჩვენი ორგანიზაცია გილოცავთ ახალ 2024 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას, სურვილების ასრულებას, წინსვლასა და წარმატებას. ახალი 2024 წელი ყოფილიყოს სიხარულისა და სიყვარულის მომტანი.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისთვის 2023 წელი ნაყოფიერი იყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით საქართველოს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ ისარგებლა სამედიცინო ტურიზმით, მინიმალური დანახარჯით იმკურნალა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მრავალპროფილურ კლინიკებში - ჩვენი წარმატებული საქმიანობის პირდაპირ მარკერად მივიჩნევთ მადლიერ, გამოჯანმრთელებულ და სწორად დაკვალიანებულ პაციენტებს.
ერთ-ერთ გამორჩეულ სერვისად ვთვლით ცნობილი უცხოელი პროფესორების მოწვევას საქართველოში - წელს, თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა პროფილის ექიმმა არაერთი კონსულტაცია ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ უცხოელ მედიკოსებს ვიწვევთ საქართველოში, არამედ ქართველ სპეციალისტებს ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას უცხოეთის ცნობილ მრავალპროფილურ ცენტრებში აიმაღლონ გამოცდილება.
2023 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთი ოფიციალური მოწვევა მიიღო - ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი მონაწილეობდა ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაში (კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში), რომელიც სამედიცინო ტურიზმის სერვისების განვითარებას ემსახურება.
2023 წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახალ მისამართზე გადავიდა და ახლა უკვე პაციენტებს ემსახურება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პარტნიორ კლინიკაში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ახალ ფილიალში.
2023 წლის შემოდგომაზე ჩვენი ორგანიზებით ჩატარდა მორიგი საერთაშორისო კონფერენცია - წლევანდელი კონფერენცია ეძღვნებოდა პროტონული თერაპიის როლს სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის პროცესში.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი 2024 წელსაც უამრავ სიახლეს გპირდებათ, კვლავაც ყოველდღიურად ვიქნებით ჩართულნი თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გამოჯანმრთელების პროცესში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შევარჩევთ თქვენთვის მისაღებ კლინიკას, დაგაკავშირებთ ყველაზე გამოცდილ სპეციალისტებთან.