ავტონომიური დისფუნქცია

ავტონომიური დისფუნქცია

რა არის ავტონომიური დისფუნქცია?

ავტონომიური ნერვული სისტემა აკონტროლებს რამდენიმე ძირითად ფუნქციას, კერძოდ:

  • სხეულის ტემპერატურას;
  • სუნთქვის სიხშირეს;
  • საჭმლის მონელებას;
  • შეგრძნებას;
  • გულისცემას.

ავტონომიური დისფუნქცია ყალიბდება მაშინ, როდესაც ავტონომიური ნერვული სისტემის ნერვები ზიანდება. აღნიშნულ პათოლოგიას სამედიცინო ენაზე ავტონომიური ნევროპათია ან დისავტონომია ეწოდება.

დაავადება შეიძლება იყოს მსუბუქად მიმდინარე ან სიცოცხლისთვის საშიში. ზოგჯერ პრობლემის გამომწვევი მიზეზი დროებითია, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქრონიკულია და დროთა განმავლობაში მწვავდება.

დიაბეტი და პარკინსონის დაავადება იმ ქრონიკული დაავადებების მაგალითებია, რომელიც შესაძლოა ავტონომიურ დისფუნქციაში გადაიზარდოს.

პათოლოგიამ შესაძლოა მოიცვას ავტონომიური ნერვული სისტემის მცირე ნაწილი ან მთლიანი სისტემა.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება;
  • ფიზიკური აქტივობის აუტანლობა;
  • ჭარბი ოფლიანობა ან უჩვეულოდ მცირე რაოდენობის ოფლის გამოყოფა;
  • უმადობა;
  • შებერილობა;
  • დიარეა;
  • შეკრულობა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • შეგრძნება თითქოს არ იცლება შარდის ბუშტი;
  • პაციენტს უჭირს მოშარდვა;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ბუნდოვანი მხედველობა.

 

 

წყარო:   

https://www.healthline.com/health/autonomic-dysfunction