გაუწყლოებული, დეჰიდრირებული კანი

გაუწყლოებული, დეჰიდრირებული კანი

როგორ ამოვიცნოთ დეჰიდრირებული კანის სიმპტომები?

გაუწყლოებული, დეჰიდრირებული კანი ნიშნავს იმას, რომ კანი კარგავს წყალს, განიცდის წყლის ნაკლებობას.

ამ დიაგნოზის დროს კანი ვიზუალურად გამომშრალი და უფერულია, პაციენტს აწუხებს ქავილის შეგრძნება, ხაზები თუ ნაოჭები გაცილებით შესამჩნევი ხდება.

გაუწყლოებულ კანს აქვს გამომშრალი ეფექტი, თუმცა იგივე არ არის რაც მშრალი კანის ტიპი. დეჰიდრირებული კანი და გამომშრალი კანი ორი სხვადასხვა ფენომენია - გაუწყლოება მდგომარეობაა, მშრალი კანი კი, კანის ტიპი. გაუწყლოებისას წყლის ნაკლებობა ფიქსირდება, ხოლო სიმშრალისას ბუნებრივი ცხიმის დეფიციტია.

დეჰიდრატაციის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ქავილი;
  • უსიცოცხლო იერი, კანის ფერს დაკარგული აქვს ბუნებრივი სიმკვეთრე;
  • სიშავე თვალებქვეშ;
  • ერთგვარი ჩრდილები ცხვირის გარშემო;
  • ზედაპირული ხაზები და ნაოჭები გაცილებით მკვეთრი ხდება;
  • ჩაცვენილი თვალები.

მწვავე დეჰიდრატაცია მთლიან სხეულს მოიცავს და იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • თავბრუსხვევას;
  • პირის სიმშრალეს;
  • გულის წასვლას;
  • საერთო სისუსტეს;
  • მუქი ფერის შარდს;
  • შესუსტებულია შარდის რაოდენობა.

გაუწყლოებული კანის მკურნალობისას პირველი ნაბიჯი რეკომენდებული დოზის წყლის მიღებაა. თავისთავად ეფექტურია დამატენიანებელი და ცხოვრების წესის ცვლილება (უარი თამბაქოზე, კოფეინისა და ალკოჰოლის დოზის შემცირება, რეგულარული ვარჯიში, მშვიდი ძილი, ხილითა და ბოსტნეულით გამდიდრებული რაციონი, წყლის მიღება ფიზიკური აქტივობის დროს და სხვა).

მწვავე გაუწყლოების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის გადაყვანა კლინიკაში და მკურნალობა ინტრავენური სითხით.

 

წყარო:      

https://www.healthline.com/health/dehydrated-skin#test