ტვინის სიკვდილი

ტვინის სიკვდილი

რას ნიშნავს ტვინის სიკვდილი?

ტვინის სიკვდილი არის დიაგნოზი, როდესაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფ პაციენტს აღარ აქვს ტვინის ფუნქციები, ანუ ადამიანი ვეღარ მოვა გონზე და აპარატის გარეშე, დამოუკიდებლად, ვერ ისუნთქებს.

ტვინის სიკვდილის შემთხვევაში პაციენტი განიხილება როგორც დაღუპული, ფიქსირდება სიკვდილი. სამწუხაროდ, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში პაციენტებს არ აქვთ გამოჯანმრთელების შანსი - მათი ორგანიზმი ვეღარ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად ხელოვნური სუნთქვის აპარატისა თუ სხვა დამხმარე სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე.

ეს დიაგნოზი რთული აღსაქმელია პაციენტის ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, რადგან ხედავენ, რომ მათი საყვარელი ადამიანი „სუნთქავს“, ესმით გულისცემა, გულმკერდი ამოსუნთქვისა თუ ჩასუნთვის დროს მაღლა იწევა და შემდეგ ისევ უკან ჩადის, თუმცა ეს ყველაფერი ხორციელდება მხოლოდ სუნთქვის აპარატის მეშვეობით, რეალურად ტვინის სიკვდილის გამო ადამიანი უკვე დაღუპულია.

ტვინის ფუძე ტვინის ნაწილია, რომელიც ზურგის ტვინს უკავშირდება. ტვინის ფუძე პასუხისმგებელია ორგანიზმის ავტომატური ფუნქციების რეგულირებაზე (სუნთქვა, გულისცემა, არტერიული წნევა, ყლაპვა). ტვინის ეს ნაწილი ასევე აკონტროლებს მოძრაობის, ცნობიერების, აზროვნების უნარს.

ტვინის სიკვდილი ყალიბდება მაშინ, როდესაც ტვინს აღარ მიეწოდება სისხლი ან ჟანგბადი.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს შემდეგი პათოლოგიები:

  • გულის გაჩერება;
  • გულის შეტევა;
  • ინსულტი;
  • თრომბი;
  • ძლიერი თავის ტრავმა;
  • ტვინის ჰემორაგია;
  • ინფექციები, მაგალითად, ენცეფალიტი;
  • ტვინის სიმსივნე.

 

 

 

წყარო:      

https://www.nhs.uk/conditions/brain-death/