იმპულსური ქცევა

იმპულსური ქცევა

არის თუ არა იმპულსური ქცევა დარღვევა?

იმპულსური ქცევა შესაძლოა იყოს იმპულსის კონტროლის დარღვევის ან სხვა მენტალური პათოლოგიის ნაწილი, თუმცა უშუალოდ თავად ქცევა დარღვევას არ წარმოადგენს. ზოგჯერ ამ ტიპის ქცევა ყალიბდება ფიზიკური დაავადებების ფონზეც.

იშვიათად, ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ, ყველა ადამიანს გამოუვლენია იმპულსური ქცევა და განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ყველა ჩვენგანი ვსწავლობთ იმპულსების კონტროლს, გრძნობების მართვას, ვიღებთ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე.

იმპულსური ქცევა სპონტანურია და ამ დროს ადამიანი არ ითვალისწინებს თუ რა გავლენას მოახდენს გარშემომყოფებზე.

იმპულსური ქცევის მაგალითებია:

  • ზღვარსგადასული ქეიფი, შოპინგი, აზარტული თამაშები;
  • პირადი ან სხვისი საკუთრების დაზიანება, განადგურება;
  • პრობლემის ესკალაცია;
  • არ გერიდებათ ინტიმური დეტალების აფიშირება;
  • ფიზიკური ძალადობა;
  • დაუცველი სქესობრივი აქტი;
  • თვითდაზიანება.

გადაწყვეტილების მიღება კომპლექსური პროცესია და იმპულსური ქცევის გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობი რჩება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იმპულსურობას კავშირი აქვს პრეფრონტალურ წილთან. მეცნიერები ჯერ კიდევ შეისწავლიან თუ რა კავშირი იკვეთება იმპულსურობასა და ტვინის ფუნქციებთან, პიროვნულ მახასიათებლებთან. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში იმპულსური ქცევა ჩნდება ინსულტის გამო.

რისკ-ფაქტორებია:

  • გენეტიკა;
  • გარემო;
  • ტვინის ტრავმა;
  • ტვინის ფუნქციონირება;
  • ფიზიკური ცვლილებები ტვინში;
  • ბავშვობაში გადატანილი ტრავმა.

 

 

წყარო:           

https://www.healthline.com/health/mental-health/impulsive-behavior#risk-factors