რეგულარული ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ვარჯიში სტრესისგან, შფოთვისა და უძილობისგან გიცავთ. ფიზიკური აქტივობით ძლიერდება კუნთი, ინარჩუნებთ ჯანსაღ წონას ან იკლებთ სიმსუქნის შემთხვევაში, ორგანიზმში იზრდება კარგი ქოლესტერინის დონე, უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია, ხდება ძვლის განლევის პროცესის პრევენცია და სხვა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კალორიების დაწვაში სახლის დალაგება დაგეხმარებათ; თუ სიაში წარმოდგენილი საქმიანობით 1 საათის განმავლობაში დაკავდებით, დაიკლებთ შემდეგი რაოდენობის კალორიას:
- ლოგინის ალაგება 70 კალორია;
- სარეცხის რეცხვა და დაკეცვა 148 კალორია;
- დაუთოება 157 კალორია;
- იატაკის დაგვა 161 კალორია;
- მტვრის დაწმენდა 166 კალორია;
- მებაღეობა 174 კალორია;
- ოთახების მტვერსასრუტით დასუფთავება 175 კალორია;
- ფანჯრების გაწმენდა 231 კალორია;
- სააბაზანოს დასუფთავება 256 კალორია;
- იატაკის წმენდა 314 კალორია (ამავე რაოდენობის კალორიას წვავთ ავტომობილის რეცხვის დროს).
წყარო: