კუჭ-ნაწლავიდან მომდინარე სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის მანიშნებელი სიმპტომია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი უბნიდანაა მოსალოდნელი.
ამ სისტემას ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია - მისი მეშვეობით ხდება საკვების მონელება, ორგანიზმისთვის აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა, უვარგისი/მავნებელი ნარჩენების გამოყოფა.
სისხლდენის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- კრონის დაავადება;
- ეზოფაგიტი;
- გასტრიტი;
- ქრონიკული მჟავა რეფლუქსი;
- ღვიძლის კიბო;
- პანკრეასის კიბო;
- კუჭის კიბო;
- პეპტიკური წყლული;
- საყლაპავის კიბო;
- ანალური ფისტულა;
- კოლორექტალური კიბო;
- დივერტიკულიტი;
- მსხვილი ნაწლავის პოლიპები;
- ბუასილი;
- წყლულოვანი კოლიტი;
- რექტალური წყლული და სხვა პათოლოგიები.
სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ დაავადებაზე და პათოლოგიის სიმწვავეზე.
ძირითადი ნიშნებია:
- მუცლის სპაზმი, კრუნჩხვა;
- მუქი შეფერილობის განავალი;
- სისხლი განავალში;
- ფერმკრთალი კანი;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- პაციენტი აღებინებს სისხლს ან ამოღებული მასა ყავის მარცვლებს მოგაგონებთ;
- სისუსტე და დაღლილობა.
მწვავე სისხლდენის დროს სიმპტომები გაცილებით ინტენსიურია და უეცრად ჩნდება.
პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკაში შემდეგი სიმპტომების დროს:
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- შარდვის გაძნელება;
- აჩქარებული პულსი, გულისცემა;
- პაციენტს აქვს შეგრძნება თითქოს გული თრთის;
- შოკი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23391-gastrointestinal-gi-bleeding