თუ მუცლის ბუყბუყი უხერხულობას გიქმნით - ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ

თუ მუცლის ბუყბუყი უხერხულობას გიქმნით - ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ

მუცლის ბუყბუყი ნორმალური, ბუნებრივი პროცესია.

თუმცა შიმშილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობისა და ზოგიერთი პროდუქტის გამო ეს დისკომფორტი გაცილებით ხშირად ჩნდება, ხმაც უფრო მაღალია.

ეს სიტუაცია ყველას გვეცნობა - ოთახში ვსხედვართ და უეცრად მუცელი „სიმღერას“ იწყებს. ამის გამო უხერხულობას არ უნდა გრძნობდეთ, თუმცა თუ დისკომფორტი შემაწუხებელი იქნება, გაიხსენეთ ეს მეთოდები და ხმიანობა შეწყდება.

მუცლის ბუყბუყის დროს გირჩევთ:

  • დალიეთ წყალი;
  • შეჭამეთ, საკვები ნელა და მშვიდად დაღეჭეთ;
  • რეგულარულად უნდა მიირთვათ, დაუშვებელია შიმშილი;
  • რაციონში შეზღუდეთ აირების წარმომქმნელი პროდუქტები (ლობიო, ბროკოლი, კომბოსტო);
  • მოერიდეთ მჟავე საკვებსა და სასმელს;
  • რეკომენდებულზე მეტს ნუ მიირთმევთ, ზედმეტი საკვებით ორგანიზმს ნუ გადატვირთავთ;
  • კვების შემდეგ ისეირნეთ;
  • მოერიდეთ შფოთვას;
  • რაციონში შეზღუდეთ შაქარი;
  • შიმშილის შეგრძნებისთანავე მიირთვით.

წყარო:

https://www.healthline.com/health/how-to-stop-stomach-growling#avoid-anxiety-triggers