რას გულისხმობს რბილი ქსოვილების დაზიანება?
რბილი ქსოვილების დაზიანება გულისხმობს შეშუპებას და სისხლჩაქცევებს, კუნთების გაგლეჯას ან სახსართან ახლომდებარე იოგებისა თუ მყესების დაჭიმვას.
მკურნალობის კურსი მოიცავს სამ სტადიას:
- პირველი 24-72 საათის განმავლობაში აუცილებელია დაზიანებული მიდამოს დაცვა, დიაგნოსტირება და შესაბამისი კურსის შერჩევა;
- შეშუპებისა და დაჭიმულობის შემცირება, ნორმალური მოძრაობის უნარის აღდგენა;
- ქსოვილის ფუნქციონირების აღდგენა, პაციენტი უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ, ყოველდღიურ ცხოვრების რიტმს.
განვიხილოთ დეტალურად.
დაცვა
დაზიანებული ქსოვილის დაცვის მიზნით, არ უნდა დატვირთოთ, ამოძრაოთ კიდური, დაუშვებელია გაჭიმვა. შესაძლოა საჭირო გახდეს ყავარჯენი.
დასვენება
პაციენტი უნდა მოდუნდეს, არ იმოძრაოს.
ყინული
ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ 15-20 წუთით ყოველ 3-4 საათში.
კომპრესია
სახსარი შეიფუთეთ სახვევით - ქსოვილი არ უნდა გიჭერდეთ.
შეშუპების პრევენცია
კიდური გულის დონეზე მაღლა ასწიეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალიშიც.
დისკომფორტის შემთხვევაში აფთიაქში უთხარით მიზეზი და გამოგიწერენ შესაბამის ტკივილგამაყუჩებელს.
ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს ფიზიოთერაპია. შესაბამისი სამკურნალო პროგრამა ქსოვილის ფუნქციას აღადგენს, დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, შესაბამისად, პაციენტი დროულად დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
წყარო:
https://thephysiotherapyclinics.com/soft-tissue-injuries/