კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი პირადი ჰიგიენის დაცვაა.
როგორც მაიოს კლინიკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ვირუსისგან თავდაცვაში ხელების საპნითა და თბილი წყლით დაბანა დაგვეხმარება, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ კანი გამოგვიშრა (ან გაღიზიანდა)? ეს პრობლემა განსაკუთრებით ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანის გარკვეული ტიპის დაავადებები (დერმატიტი ან ეგზემა) აქვთ.
ხელების დაბანის შემდეგ მხოლოდ ლოსიონის წასმა, სამწუხაროდ, ზოგჯერ საკმარისი არაა. რეკომენდებულია:
- დაბანის შემდეგ ხელები კარგად გაიმშრალოთ და წაისვათ (ერთგვარი ნაზი მასაჟით) ჰიპოალერგიული, დამატენიანებელი ლოსიონი ან კრემი;
- მეტი ეფექტისთვის (კანის დამატებითი დატენიანება) კანზე პირველი ფენის დატანის შემდეგ რამდენიმე წუთი მოიცადეთ და მოგვიანებით კრემის ან ლოსიონის მეორე ფენაც წაისვით;
- სასარგებლოა მალამო. მართალია მალამო კანში არ შეიწოვება, მაგრამ მნიშვნელოვნად ამცირებს კანის ზედაპირიდან ტენიანობის აორთქლების პროცესს;
- ერთმანეთში აურიეთ 1 ჩაის კოვზი თეთრი ძმარი და 1 ფინჯანი თბილი წყალი, ნარევი კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ 2 სუფთა ნაჭერი ძმრიან წყალში ამოავლეთ, გაწურეთ და ხელზე დაიფინეთ.
წყარო: