ხელოვნური კომა

ხელოვნური კომა

რა არის ხელოვნური კომა?

ხელოვნური კომა მკურნალობის კურსის ეფექტური მეთოდია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დიაგნოზიც ტვინის ძლიერი დაზიანებაა.

შესაბამისი მედიკამენტებით ექიმები ხელოვნურად იწვევენ კომას - ამ პროცესის დროს პაციენტის ტვინი არააქტიურია. ამ მეთოდის ძირითადი მიზანი ტვინის დაცვაა.

სერიოზული ტრავმის გამო ორგანიზმი და მათ შორის ტვინიც ინციდენტიდან საათების, დღეებისა და რამდენიმე კვირის შემდეგაც კი განიცდის მიყენებულ ზიანს - ჟანგბადის მარაგის დეფიციტისა და სისხლის მიწოდების დარღვევის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ტვინის ქსოვილის დაზიანების რისკი. სწორედ ამ ზიანის შესამცირებლად გამოიყენება ხელოვნური კომა - იგი ტვინს დასვენების საშუალებას აძლევს და შეშუპების რისკს ამცირებს.

ხელოვნური კომა მოწოდებულია შემდეგი კლინიკური შემთხვევების დროს:

  • ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • ინსულტი;
  • ეპილეფსიური სტატუსი;
  • მედიკამენტის თუ სხვა ნივთიერების ზედოზირება.

სამედიცინო მიზნით გამოწვეული ხელოვნური კომის დროს პაციენტი არ რეაგირებს გამღიზიანებლებზე (სინათლე, ხმა, შეხება). შეიძლება გარკვეულ დონეზე ტვინმა შეძლოს გამღიზიანებლის გადამუშავება, სტიმულზე რეაგირება, თუმცა პაციენტს არ გაეღვიძება.

პაციენტი ხელოვნური კომიდან გამოდის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - მედიკოსი შეამცირებს მედიკამენტის დოზას, შესაბამისად, ადამიანი გამოფხიზლდება. 

 

 

წყარო:        

https://gnrchospitals.com/blogs/medically-induced-coma-get-answers-to-your-questions-here