სპორტული ტრავმები

სპორტული ტრავმები

სპორტული ტრავმა გავრცელებულია და მისგან არავინაა დაზღვეული.

ტრავმამ შესაძლოა დააზიანოს სხეულის ნებისმიერი არე - ძირითადად, ზიანდება ძვალი, კუნთი, მყესი, იოგი და სხვა სტრუქტურა.

მსუბუქი დაზიანების მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში, თუმცა მწვავე ტრავმის დროს აუცილებელია პაციენტის მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა; ზოგიერთი კლინიკური შემთხვევა მოითხოვს ფიზიოთერაპიას და ქირურგიულ ჩარევასაც კი.

სპორტული ტრავმის რისკი მაღალია, როცა:

  • ადამიანი არ არის სათანადო ფორმაში;
  • არ აცვია ფიზიკური აქტივობის შესაბამისად, მაგალითად, არ ახურავს დამცავი ჩაფხუტი და სხვა;
  • ვარჯიშობთ გახურების გარეშე და ვარჯიშის დასრულების შემდეგ არ ადუნებთ, არ აგრილებთ კუნთებს;
  • დაკავებული ხართ კონტაქტური სპორტით;
  • გიზიდავთ ისეთი აქტივობა, რომელიც მოიცავს ხტუნვას, სირბილს, სხეულის პოზის სწრაფ ცვლილებას.

ყველაზე გავრცელებული სპორტული ტრავმებია:

  • ძვლის მოტეხილობა;
  • ხრტილის გაწყვეტა/გაგლეჯა;
  • ნაღრძობები;
  • მყესის ქსოვილის დისტროფია;
  • დაჭიმულობა.

გამომწვევი მიზეზებია:

  • დაცემა, წაქცევა;
  • არასწორი ვარჯიში;
  • ვარჯიშისთვის შეუფერებელი ფეხსაცმელი;
  • ორგანიზმი შეუჩვეველია ვარჯიშს და ადამიანი თვითნებურად შერჩეული პროგრამით, პროფესიონალის გარეშე, მაღალი ინტენსივობით იწყებს დატვირთვას.

სპორტული ტრავმისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • სისხლჩაქცევა;
  • ძვლის, სახსრის დეფორმაცია;
  • გიჭირთ ფეხზე გადაიტანოთ სხეულის წონა;
  • დაზიანებულ არეში კანი შეხებისას თბილია, გრძნობთ სიმხურვალეს;
  • გაშეშება, დაჭიმულობა;
  • შეშუპება;
  • გიჭირთ მოძრაობა.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22093-sports-injuries