ხელოვნება როგორც წამალი

ხელოვნება როგორც წამალი

რა არის არტ-თერაპია?

არტ-თერაპიის მიზანი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ჩართვით ფსიქოლოგიური დარღვევის მართვაა.

კრეატიული თერაპიის ტიპებია:

  • ცეკვის თერაპია;
  • დრამის თერაპია;
  • მუსიკის თერაპია;
  • წერითი თერაპია და სხვა.

არტ-თერაპიის მიზანია პაციენტმა ხელოვნების დახმარებით, გამოხატოს საკუთარი გრძნობები, ფიქრი, დარდი, სამომავლო გეგმა.

არტ-თერაპია აუმჯობესებს სოციალურ უნარებს, ამაღლებს თვითშეფასებას, პაციენტს ეხმარება გაცილებით ეფექტურად გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას, ლექსითა თუ ნახატით გამოხატოს ემოცია.

არტ-თერაპიაში პაციენტს საშუალება აქვს გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის მეთოდი:

  • ძერწვა;
  • ხატვა;
  • ფოტოგრაფია;
  • გაფერადება;
  • კოლაჟის შექმნა და სხვა.

არტ-თერაპია ეფექტურია შემდეგი მდგომარეობის სამკურნალოდ, სიმპტომების სამართავად:

  • ასაკობრივი დარღვევები;
  • შფოთვა;
  • კიბო;
  • დეპრესია;
  • კვებითი აშლილობა;
  • ემოციური სირთულეები;
  • ოჯახური ან პირადი ურთიერთობების პრობლემები;
  • რომელიმე დაავადების ფონზე ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური სიმპტომები;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
  • სტრესი და სხვა.

 

 

წყარო:   

https://www.verywellmind.com/what-is-art-therapy-2795755