უძილობა უარყოფით კვალს ტოვებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ინსომნია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- გიჭირთ დაძინება;
- ღამით გეღვიძებათ და ვეღარ ახერხებთ ხელახლა დაძინებას;
- ძალიან ადრე გეღვიძებათ, ორგანიზმი ვერ ახერხებს გამოძინებას, დასვენებას.
ზოგიერთ ადამიანს ინსომნია აწუხებს ხანმოკლე პერიოდით და მსგავს კლინიკურ შემთხვევებში უძილობის მიზეზია სტრესი და ნერვიულობა. თუმცა ქრონიკული უძილობა გაცილებით მავნებელია - ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ:
- შენიშნეთ ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის პრობლემა;
- უძილობის ფონზე მუდმივად ხართ ცუდ გუნება-განწყობილებაზე;
- ლოგინში მოუსვენრად ხართ, გიჭირთ ორგანიზმის მოდუნება;
- ხვრინავთ;
- გაღვიძებისას არ გაქვთ ენერგია, ვერ გრძნობთ რომ დაისვენეთ.
სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმი გადაგამისამართებთ ან ძილის სპეციალისტთან, ან ფსიქოლოგთან.
დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეამოწმებს ყველა საჭირო ინფორმაციას, გაეცნობა სიმპტომებს, ჩივილებს (როგორია თქვენი ძილის რუტინა, როგორ გარემოში გძინავთ, ხომ არ იღებთ მედიკამენტს ან ალკოჰოლს, ხომ არ აჭარბებს კოფეინის დღიური დოზა ნორმას და სხვა).
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
მკურნალობის მეთოდი შესაძლოა მოიცავდეს:
- ცხოვრების სტილის შეცვლას;
- სარელაქსაციო საშუალებებს;
- შემეცნებით ქცევით თერაპიას;
- მედიკამენტებს (ქრონიკული უძილობის დროს).
თუ უძილობას იწვევს რომელიმე დაავადება, ექიმი იწყებს მის მკურნალობას - უძილობა, როგორც სიმპტომი, სწორედ ამ პათოლოგიის მართვის შემდეგ გაქრება.
წყარო:
https://www.healthdirect.gov.au/insomnia