დერმატომიოზიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

დერმატომიოზიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

დერმატომიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტესა და სპეციფიკურ გამონაყარს.

პათოლოგიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დერმატომიოზიტს ბევრი საერთო აქვს ავტოიმუნურ დაავადებებთან, ანუ პროცესთან, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ორგანიზმის ჯანსაღ ქსოვილებს.

დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკა და გარემო ფაქტორები.

რისკ-ფაქტორებია:

  • ვირუსული ინფექცია;
  • მზის ზეგავლენა კანზე;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია შემდეგი მეთოდები:

  • სისხლის ანალიზი;
  • გულმკერდის რენტგენი;
  • ელექტრომიოგრაფია;
  • კანის ან კუნთის ბიოფსია.

დერმატომიოზიტი არ იკურნება, თუმცა გარკვეული მეთოდებით უმჯობესდება კანის სტრუქტურა, კუნთის ფუნქცია და სიმკვრივე.

მკურნალობისთვის შესაძლოა დაინიშნოს:

  • მედიკამენტები;
  • ფიზიოთერაპია;
  • ქირურგიული ოპერაცია.

დერმატომიოზიტის დროს, თუ კანზე გამონაყარი სენსიტიურია მზის სხივების მიმართ, რეკომენდებულია გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი და შეიმოსოთ ისე რომ დაიცვათ დაზიანებული არე.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatomyositis/diagnosis-treatment/drc-20353192