პოლიმიოზიტი - დაავადება, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტეს

პოლიმიოზიტი - დაავადება, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტეს

რა არის პოლიმიოზიტი?

პოლიმიოზიტი იშვიათი ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთის სისუსტეს - პათოლოგია ვნებს სხეულის ორივე მხარეს.

ამ მდგომარეობის ფონზე მძიმდება პაციენტის ცხოვრების ყოველდღიური რიტმი, მაგალითად, უჭირს კიბეზე ასვლა, ფეხზე წამოდგომა, ნივთების აწევა.

დიაგნოზი გავრცელებულია 30-დან 60 წლამდე ასაკის პირებში - მამაკაცებთან შედარებით ქალები გაცილებით ხშირად ავადობენ. სიმპტომები ყალიბდება თანდათან, კვირის ან თვის განმავლობაში.

პოლიმიოზიტის განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა მედიკამენტებითა და ფიზიოთერაპიით სიმპტომების მართვა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია; მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი კუნთის ფუნქციის გაუმჯობესება და გაძლიერება/გამკვრივებაა.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ კუნთის სისუსტე და სიმპტომს ვერაფერს უკავშირებთ.

პოლიმიოზიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადება მიმდინარეობითა თუ სიმპტომატიკით იზიარებს ზოგიერთი ავტოიმუნური პათოლოგიის მახასიათებლებს.

პოლიმიოზიტის ჩამოყალიბების რისკი მაღალია თუ ანამნეზში ფიქსირდება ლუპუსი, რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმა.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ასპირაციული პნევმონია;
  • სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/polymyositis/symptoms-causes/syc-20353208