ელექტროენცეფალოგრამა

ელექტროენცეფალოგრამა

რატომ ინიშნება ელექტროენცეფალოგრამა?

ელექტროენცეფალოგრამა უსაფრთხო და უმტკივნეულო კვლევის მეთოდია, რომელიც მოწოდებულია ტვინში ელექტრული აქტივობის დონის შესაფასებლად. ტვინის უჯრედები კომუნიკაციისთვის ელექტრულ იმპულსებს იყენებს - ამ ტიპის აქტივობა მიმდინარეობს ძილშიც კი.

ელექტროენცეფალოგრამა ძირითადი და მნიშვნელოვანი ტესტია ტვინის სხვადასხვა დარღვევის, დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

ამ კვლევის მეთოდით შესაძლებელია დიაგნოსტირდეს შემდეგი ტიპის პათოლოგიები:

  • ტვინის სიმსივნე;
  • თავის ტრავმის ფონზე განვითარებული ტვინის დაზიანება;
  • ძილის დარღვევა;
  • ენცეფალოპათია;
  • ტვინის ანთება;
  • ინსულტი;
  • კრეიტცფელდტ იაკობის დაავადება.

ელექტროენცეფალოგრამით დასტურდება ტვინის სიკვდილი ქრონიკული კომის მქონე პაციენტებში.

ექიმი ამ ტესტს იყენებს ანესთეზიის ადეკვატური დონის მისაღწევად იმ პირებში, რომელთაც სხვადასხვა დაავადების მართვის (როგორც წესი, ტვინის დასაცავად) მიზნით, ხელოვნურ კომაში ყოფნა სჭირდებათ.

 

 

წყარო:    

https://www.mayoclinic.org/tests-procedures/eeg/about/pac-20393875