როგორ მკურნალობენ მენჯის ანთებით დაავადებას?

როგორ მკურნალობენ მენჯის ანთებით დაავადებას?

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

მენჯის ანთებითი დაავადება ქალის რეპროდუქციული ორგანოს ინფექციაა. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია გონორეა და ქლამიდია.

ზოგიერთი ქალბატონი არ უჩივის სიმპტომებს და როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, ქალები დაავადების შესახებ იგებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც დაორსულების წინაშე დგებიან ან მენჯის ქრონიკული ტკივილი აწუხებთ.

დიაგნოსტირების ერთი კონკრეტული მეთოდი არ არსებობს, მოწოდებულია სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევა.

დიაგნოსტირებისას ექიმი შეისწავლის:

  • პაციენტის სამედიცინო ისტორიას;
  • სიმპტომებს;
  • შეამოწმებს მენჯს;
  • დანიშნავს სისხლისა და შარდის ანალიზს, ასევე ულტრაბგერით კვლევას.

როდესაც ამ მეთოდების მიუხედავად დიაგნოზი კვლავ გაურკვეველია, ინიშნება სხვა დამატებითი ტესტები:

  • ლაპაროსკოპია;
  • ენდომეტრიალური ბიოფსია.

მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი მენჯის ანთებითი დაავადების გამომწვევი ინფექციის აღმოფხვრაა. თუმცა არ არსებობს საშუალება, რომლითაც შესაძლებელი გახდება იმ ნებისმიერი ზიანისა თუ ნაწიბურის აღდგენა, რომელიც კი რეპროდუქციულ ტრაქტს მენჯის ანთებითი დაავადების გამო მიადგა.

მკურნალობისას გამოიყენება ანტიბიოტიკები. აკრძალულია ინტიმური კავშირი მანამდე, ვიდრე მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს და სიმპტომები არ ალაგდება. უნდა იმკურნალოს სქესობრივმა პარტნიორმაც.

თუ პაციენტი ორსულია, სერიოზულად არის ავად, აქვს აბსცესი ან მდგომარეობა არ უმჯობესდება მედიკამენტების ფონზე, აუცილებელია ჰოსპიტალიზირება. ორსულ პაციენტებს ენიშნებათ ინტრავენური ანტიბიოტიკები.

იშვიათად დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pelvic-inflammatory-disease/diagnosis-treatment/drc-20352600