ხერხემლის ინფექცია

ხერხემლის ინფექცია

რა სიმპტომებით ვლინდება ხერხემლის ინფექცია?

ხერხემლის ინფექცია შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის გამო. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.

ყველაზე ხშირად ზიანდება წელის არე.

ხერხემლის ინფექცია სავსებით შესაძლებელია განვითარდეს უროლოგიური პროცედურის შემდეგაც. საყურადღებოა დენტალური პროცედურებიც - მაგალითად, პროცედურის დროს ბაქტერია შესაძლოა სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით აღმოჩნდეს ხერხემალში. ინფექციის მიზეზი შესაძლოა იყოს ღია სპინალური ტრავმა ან ხერხემლის არეში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია.

რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი ის მდგომარეობა, რომელიც ასუსტებს იმუნურ სისტემას.

რისკ-ფაქტორებია:

  • ხანდაზმული ასაკი;
  • ინტრავენური ნარკოტიკი;
  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
  • ანამნეზში სტეროიდების სისტემური, ხანგრძლივი მიღების ისტორია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თუ ჩაგიტარდათ ორგანოს ტრანსპლანტაცია;
  • კიბო;
  • კვების უკმარისობა.

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის სპინალურ ინფექციასთან გვაქვს საქმე.

გავრცელებული ჩივილია:

  • გამონადენი ჭრილობიდან;
  • ჭრილობის არესთან ახლოს შეშუპება, სიწითლე, სისუსტე;
  • ზურგის ძლიერი ტკივილი;
  • სიცხე;
  • კანკალი;
  • წონის კლება;
  • კუნთის სპაზმი;
  • ტკივილი შარდვის დროს ან მოშარდვის გაძნელება;
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება;
  • კუჭის ან შარდის მოქმედების შეუკავებლობა;
  • დამბლა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ხერხემლის ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ადრეული დიაგნოსტირება და დროულად დაწყებული მკურნალობა ინფექციის პროგრესირების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც მკურნალობა დროულად არ იწყება, ინფექცია პროგრესირებს და ხერხემლის გარშემო ძვლისა და ქსოვილის სტრუქტურას აზიანებს.

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ:

  • გამოვლინდა ახალი ნევროლოგიური დეფიციტი, კერძოდ, სისუსტე კიდურებში, კუჭ-ნაწლავის/შარდის ბუშტის შეუკავებლობა;
  • მედიკამენტის მიღების მიუხედავად ვერ დაიწიეთ სიცხე.

წყარო:      

https://www.aans.org/en/Patients/Neurosurgical-Conditions-and-Treatments/Spinal-Infections