ორგანიზმი 1000-მდე იოგს შეიცავს.
იოგის დაჭიმულობა გავრცელებული ჩივილია და განსაკუთრებით ხშირია კოჭისა და მუხლის არეში. თუმცა იოგის დაჭიმულობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს სხეულის სხვა ნებისმიერ არეში (მხარი, კისერი, ზურგი, მაჯა, იდაყვი).
ექიმები იოგების დაჭიმულობას აფასებენ სამ სტადიად, კერძოდ:
- პირველი ხარისხი - ნაკლებად სერიოზული შემთხვევაა, ექვემდებარება მკურნალობას სახლის პირობებში. მდგომარეობა უმჯობესდება თვითმკურნალობიდან 1 ან 2 კვირის ვადაში;
- მეორე ხარისხი - ძლიერი დაჭიმულობაა, დიაგნოსტირებულია იოგის ნაწილობრივი გაწყვეტა. რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია (საჭიროა 1 ან 2 თვე);
- მესამე ხარისხი - დაფიქსირდა იოგის სრული გაწყვეტა, რუპტურა.
იოგის დაჭიმულობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე.
ძირითადად, პაციენტი უჩივის:
- ტკივილსა და შეშუპებას;
- ჩალურჯებას, სისხლჩაქცევას;
- სახსარი კარგავს მდგრადობას, სტაბილურობას.
იოგის დაჭიმულობის ძირითადი მიზეზი ტრავმაა (სპორტი, ავარია).
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი ტკივილი;
- სახსარი ნაღრძობია;
- სახლში ჩატარებული თვითმკურნალობის მიუხედავად არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, არ ალაგდა ტკივილი;
- სიმპტომები უცვლელია ან უფრო გამწვავდა 24-48 საათის განმავლობაში;
- ვერ იმორჩილებთ სახსარს, არ არის სტაბილური;
- ტრავმის გამო დაგიქვეითდათ ცხოვრების ხარისხი, ვეღარ ასრულებთ ჩვეულ აქტივობებს.
წყარო:
https://healthcare.utah.edu/orthopaedics/specialties/ligament-sprains