როგორ ამოვიცნოთ ქრონიკული ანთება?
ორგანიზმში უცხო სხეულის შეჭრის საპასუხოდ იმუნიტეტი თავდაცვის რეჟიმზე გადადის და ანთებით უჯრედებს გამოიმუშავებს; ეს უჯრედები ბრძოლას იწყებენ ბაქტერიების წინააღმდეგ და დაზიანებული ქსოვილის განკურნებას, აღდგენას ცდილობენ. ქრონიკული ანთება არის მდგომარეობა, როდესაც აღნიშნული უჯრედები მაშინაც კი გამომუშავდება, როცა ცუდად არ ხართ და სხეულს არც ტრავმა/დაზიანება აქვს მიყენებული.
ანთების ორი ფორმა არსებობს:
- მწვავე ანთება: ეს არის რეაქცია სხეულის უეცარ დაზიანებაზე, მაგალითად, თითის გაჭრაზე. მსგავს შემთხვევაში სხეული თავდაცვით უჯრედებს ტრავმის სამკურნალოდ იყენებს;
- ქრონიკული ანთება: სხეული უჯრედების გამოყოფას მაშინაც კი აგრძელებს, როდესაც ორგანიზმს საფრთხე არ ემუქრება.
ქრონიკული ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი;
- გულმკერდის ტკივილი;
- დაღლილობა;
- სიცხე;
- სახსრის ტკივილი და დაჭიმულობა;
- პირის ღრუს წყლული;
- გამონაყარი კანზე.
ქრონიკული ანთება სახიფათო მდგომარეობაა, რადგან პათოლოგიური პროცესი არაერთი დაავადების განვითარების წინაპირობად ითვლება.
ქრონიკული ანთების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგი დაავადებების რისკი:
- ალცჰაიმერის დაავადება;
- ასთმა;
- კიბო;
- გულის დაავადება;
- რევმატოიდული ართრიტი;
- დიაბეტი ტიპი 2.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/21660-inflammation