როგორ ვუმკურნალოთ კუნთის დაღლილობას?

როგორ ვუმკურნალოთ კუნთის დაღლილობას?

დროთა განმავლობაში განმეორებითი მოძრაობების გამო კუნთი სუსტდება და იღლება.

ეს დისკომფორტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კუნთის დაღლილობა.

თუ დაღლილობა არ გაუმჯობესდა დასვენების მიუხედავად, რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ეს ჩივილი შესაძლოა რომელიმე სერიოზული დარღვევის სიმპტომი იყოს. არანამკურნალებელ შემთხვევაში, კუნთის ფუნქციის დაქვეითების ფონზე, მნიშვნელოვნად იზრდება ტრავმის რისკი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ კუნთის დაღლილობას თან ერთვის სხვა არარეგულარული სიმპტომები ან ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა რამდენიმე დღის შემდეგაც კი.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კუნთის დაღლილობა უმჯობესდება დასვენების ფონზე. სხეულის მოდუნების პარალელურად გირჩევთ ხშირად მიიღოთ სითხე, ორგანიზმი იყოს ჰიდრატირებული, რაციონი გაამდიდრეთ მკვებავი ნივთიერებების შემცველი ჯანსაღი პროდუქტებით.

თუ დაკავებული ხართ ინტენსიური ფიზიკური აქტივობით აუცილებელია ვარჯიშის წინ და შემდეგ შეასრულოთ გაჭიმვები/გაწელვები. კუნთის გახურების შემთხვევაში მინიმუმამდე მცირდება ტრავმის რისკი.

კუნთის დაღლილობის მკურნალობა სახლის პირობებში შესაძლებელია ე.წ. ცხელი და ცივი თერაპიით (დაზიანებულ არეზე თბილი სათბურის ან ქსოვილში გახვეული ყინულის დადება და სხვა მეთოდები).

როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია; ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები ან ანტიდეპრესანტები. გაცილებით მწვავე კლინიკური შემთხვევა სპეციალურ ფიზიოთერაპიასაც მოითხოვს.

 

წყარო:       

https://www.healthline.com/health/muscle-fatigue