ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 9 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 95 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 388 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 851 ადამიანი და დაიღუპა 47, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 50 712 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 963 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 8 699 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 140 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 27 993 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 054 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 4 514 და დაიღუპა 129 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 076 და დაიღუპა 55.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: