C ჰეპატიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

C ჰეპატიტი - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს ღვიძლის ანთებას.

ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული სისხლით.

თუ ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით ხანგრძლივი დროით ავადობს, საქმე გვაქვს ქრონიკულ ჰეპატიტთან.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ანთება ღვიძლის სერიოზული დაზიანების წინაპირობა ხდება.

რეკომენდებულია 18-დან 79 წლამდე ასაკის ადამიანებმა გაიარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე და მაშინაც კი თუ პირს არ აქვს სიმპტომები ან ანამნეზში არ ფიქსირდება ღვიძლის დაავადება.

სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფში მყოფი პირებისთვის. რისკ-ჯგუფს წარმოადგენს:

  • ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც შეისუნთქა ან ინექციის სახით მიიღო უკანონო, აკრძალული ნარკოტიკი, ნივთიერება;
  • ანამნეზში პათოლოგიური ღვიძლის ფუნქცია, რომლის გამომწვევი მიზეზიც იდენტიფიცირებული არ არის;
  • C ჰეპატიტის მქონე დედის შვილები;
  • მედიკოსები, რომელთაც კონტაქტი აქვთ სისხლთან ან ნემსთან;
  • ჰემოფილიის მქონე პირები, რომლებიც მკურნალობდნენ შედედების ფაქტორებით 1987 წლამდე;
  • პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროით იტარებენ ჰემოდიალიზს;
  • პირები, რომლებსაც 1992 წლამდე ჩაუტარდათ სისხლის ტრანსფუზია ან ორგანოს ტრანსპლანტაცია;
  • თუ სქესობრივ პარტნიორს დაუდასტურდა C ჰეპატიტი;
  • პირი, რომელიც იმყოფებოდა ციხეში.

თუ სისხლის ანალიზმა დაადასტურა C ჰეპატიტი, საჭირო გახდება დამატებითი ანალიზები, კერძოდ:

  • სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის რაოდენობის შეფასება;
  • ვირუსის გენოტიპის იდენტიფიცირება.

ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევაში ღვიძლის დაზიანების ხარისხის შესაფასებლად მოწოდებულია შემდეგი ტიპის კვლევები:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ელასტოგრაფია;
  • ტრანზიტორული ელასტოგრაფია;
  • ღვიძლის ბიოფსია;
  • სისხლის ანალიზი ღვიძლში ფიბროზის მოცულობის შესაფასებლად.

მკურნალობის მეთოდებია:

  • ანტივირუსული მედიკამენტები;
  • ღვიძლის ტრანსპლანტაცია (ქრონიკული C ჰეპატიტის ინფექციის სერიოზული გართულების დროს);
  • ვაქცინაცია. უშუალოდ C ჰეპატიტის ვაქცინა არ არსებობს, თუმცა შესაძლოა ექიმმა მოგიწოდოთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია A და B ვირუსების წინააღმდეგ.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-c/diagnosis-treatment/drc-20354284