თუ კბილის ტკივილმა ღამით შეგაწუხათ - მკურნალობა სახლის პირობებში

თუ კბილის ტკივილმა ღამით შეგაწუხათ - მკურნალობა სახლის პირობებში

თუ კბილის ტკივილმა ღამით შეგაწუხათ - მკურნალობა სახლის პირობებში

ღამით კბილის ტკივილი ერთ-ერთი უსიამოვნო მომენტია ადამიანის ცხოვრებაში, რადგან დისკომფორტი არღვევს მშვიდ ძილს, რაც თავისთავად უარყოფით კვალს ტოვებს პიროვნების შრომისუნარიანობაზე - თითქმის შეუძლებელია მეორე დღეს თავი აქტიურად იგრძნოთ, იმუშაოთ ან ძილიანობა არ მოგერიოთ.

თუ ღამით კბილის ტკივილი შეგაწუხებთ გაიხსენეთ ეს რამდენიმე რეკომენდაცია. დიახ, შეიძლება სრულად არ გაგიყუჩოთ ტკივილი, თუმცა სიმპტომი ნამდვილად შემსუბუქდება, შესაბამისად, შვებას იგრძნობთ.

გირჩევთ:

  • დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  • ისე უნდა დაწვეთ, რომ ბალიშით ან სხვა დამხმარე საშუალებით თავი შემაღლებულ პოზაში გქონდეთ;
  • თუ უკვე ჩამოყალიბებული გაქვთ კბილის პრობლემა, უნდა იზრუნოთ ტკივილის პრევენციაზე, შესაბამისად, ძილის წინ არ უნდა მიიღოთ მყარი, ცივი ან მჟავე საკვები;
  • პირის ღრუში გამოივლეთ სავლები;
  • ყინული ქსოვილში გაახვიეთ და დაიდეთ სახის იმ არეში, სადაც ტკივილს გრძნობთ;
  • ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით მარილი და გამოივლეთ.

როდის მივმართოთ ექიმს?

დააკვირდით სიმპტომს 24 საათის განმავლობაში; თუ ტკივილი ალაგდა, უბრალოდ გაღიზიანებული გქონდათ.

მიმართეთ სტომატოლოგს თუ:

  • ტკივილი არის მწვავე;
  • კბილის ტკივილი გაწუხებთ 2 დღეზე მეტხანს;
  • გაქვთ სიცხე, თავის ტკივილი ან ტკივილი პირის გაღებისას;
  • გიჭირთ სუნთქვა ან ყლაპვა.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/how-to-get-rid-of-toothache-at-night#seeking-medical-attention