რა არის კრანიოტომია?
კრანიოტომია ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც თავის ქალადან ძვლის სეგმენტი დროებით ამოაქვთ - ამ გზით ნეიროქირურგს პირდაპირი წვდომა აქვს ტვინთან. ოპერაციის დასრულების შემდეგ სეგმენტს უკან, თავის ქალაში აბრუნებენ.
კრანიოტომია ინიშნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- ტვინის სიმსივნე;
- ჰემატომა;
- ანევრიზმა;
- თავის ტრავმული დაზიანება;
- უცხო სხეული ტვინში;
- ტვინის შეშუპება;
- ინფექცია;
- არტერიოვენური მალფორმაცია;
- ეპილეფსია.
კრანიოტომიას ასრულებს ნეიროქირურგი.
პოსტოპერაციული პერიოდი შეიძლება მოიცავდეს ერთიდან 4 კვირამდე ვადას - პროცესი დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და დაავადების სიმძიმეზე (ანუ თუ რატომ ჩატარდა კრანიოტომია, რა მიზეზით).
ორგანიზმის სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა 8 კვირაც დასჭირდეს.
რეაბილიტაციის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ექიმის ყველა მითითება. დაუშვებელია თვითნებურად გაზარდოთ ფიზიკური აქტივობის დონე და განსაკუთრებით მაშინ თუ მკურნალობას აგრძელებთ სხივური თერაპიით ან ქიმიოთერაპიით. ექიმი გეტყვით როდის შეძლებთ სამსახურში დაბრუნებას.
არსებობს სხვადასხვა ტიპის კრანიოტომია და პროცედურები სახელწოდებას იმის მიხედვით იღებს თუ თავის რომელ არეში სრულდება ოპერაცია.
კრანიოტომიის დადებითი შედეგის მაგალითებია:
- სიმსივნის ამოკვეთა;
- დაავადებების, მდგომარეობის მკურნალობა;
- ტვინის კომპონენტების, ძვლისა თუ სისხლძარღვების აღდგენა.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ქირურგიული მანიპულაციის მიზანი სიცოცხლისთვის საშიში გართულებების პრევენცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/24902-craniotomy