დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.
დიაგნოსტირება
პირველ რიგში აუცილებელია დადგინდეს კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევას ნამდვილად აქვს თუ არა კავშირი შიზოფრენიასთან, რადგან სხვა მენტალურ დარღვევებსაც (მაგალითად, ბიპოლარული აშლილობა ან დეპრესია) მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.
ბავშვთა ფსიქიატრი პაციენტის ქცევას, აღქმისა და აზროვნების უნარს რამდენიმე თვის განმავლობაში დააკვირდება. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტური თერაპია და განსაკუთრებით მაშინ თუ ანამნეზში ფიქსირდება თვითდაზიანების ან აგრესიის სიმპტომები.
ეფექტურია შემდეგი კვლევის მეთოდები:
- ფიზიკური შემოწმება;
- სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური ტესტი;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კვლევა შიზოფრენიის კრიტერიუმის შესაფასებლად.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი გათვლილია ხანგრძლივ პროცესზე და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი აუცილებელია მაშინაც, როდესაც სიმპტომები ალაგებულია.
ბავშვთა ასაკის შიზოფრენიის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა სპეციალისტი, კერძოდ:
- ფსიქიატრი, ფსიქოლოგი;
- ფსიქიატრი ექთანი;
- სოციალური მუშაკი;
- ოჯახის წევრები;
- ფარმაცევტი;
- მენეჯერი.
ძირითადად, მკურნალობის კურსი მოიცავს:
- მედიკამენტებს;
- ფსიქოთერაპიას;
- ყოველდღიური ცხოვრების რიტმისთვის აუცილებელი უნარების შემუშავებას;
- ჰოსპიტალიზირებას.
წყარო: