მანიპულაცია - როდესაც ადამიანი გარკვეული ფსიქოლოგიური ტაქტიკით, სტრატეგიით თქვენგან იმას იღებს, რაც სურს

მანიპულაცია - როდესაც ადამიანი გარკვეული ფსიქოლოგიური ტაქტიკით, სტრატეგიით თქვენგან იმას იღებს, რაც სურს

რა არის მანიპულაცია?

მანიპულაცია ერთგვარი ფსიქოლოგიური ტაქტიკა, სტრატეგიაა, რომლის მეშვეობითაც მანიპულატორი იმას იღებს, რაც სურს.

ამ ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან არავინაა დაზღვეული და ყველა სახის ურთიერთობაში შეიძლება შეგხვდეთ - მანიპულირებას შესაძლოა ცდილობდეს ოჯახის წევრი, თანამშრომელი, მეგობარი, პარტნიორი.

მთავარია იცოდეთ თუ რასთან გაქვთ საქმე.

ცდილობს თქვენში დანაშაულის შეგრძნება გამოიწვიოს

მანიპულატორი ცდილობს თავი დამნაშავედ იგრძნოთ თქვენი ქმედებისა თუ გადაწყვეტილების გამო.

მაგალითად, გეუბნებათ, რომ მხოლოდ ის მუშაობს და თქვენ მეგობრებთან ერთობით, შესაბამისად, ჯილდოდ რაღაც ძვირფასს იმსახურებს. მსგავსი ფრაზაც ხომ არ გეცნობათ? – „თუ სამსახურის გამო მოსვლას ვერ ახერხებ, მაშინ არავის დავპატიჟებ“.

ტყუილი

მანიპულაციისკენ მიდრეკილი ადამიანების საყვარელი თვისება ტყუილის თქმაა - ტყუილით ახერხებენ თქვენს კონტროლს და დაკისრებულ მოვალეობასაც მშვენივრად არიდებენ თავს.

პირფერობა

ეს საქმე იმდენად კარგად გამოსდით, რომ ზოგჯერ პროფესიონალსაც კი უჭირს იმის გარჩევა მისი ნათქვამი კომპლიმენტია თუ სასურველის მიღების სურვილით შეკოწიწებული სასიამოვნო სიტყვები. იცნობთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის აქებს მენეჯერს და მის გავლენას თუ ცოდნას უსვამს ხაზს?

პროექცია

მანიპულატორების კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობა საკუთარი გრძნობის, მოსაზრების თუ განწყობის სხვა პიროვნებაზე დაბრალებაა. მაგალითად, ამ ტაქტიკის დროს პიროვნება ხელოვნურად იწვევს დაძაბულობასა და დრამას, ხოლო შემდეგ თქვენ გაბრალებთ.

გაიძულებთ მისი კმაყოფილებისთვის იბრძოლოთ

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი პირი ამას ნამდვილად ახერხებს! დიახ, მისგან შექება რომ დაიმსახუროს ადამიანი მაქსიმუმს აკეთებს. ამ სიტუაციაში ირონიული ის არის, რომ მანიპულატორის გულს ვერაფრით მოიგებთ - თავი შეიძლება დამნაშავედ იგრძნოთ რატომ ვერ ვამართლებ მის მოლოდინსო.

სიყვარულით დაბომბვა

ამ დროს ადამიანი გამოხატავს გადაჭარბებულ ყურადღებას, თქვენი გულის მოგებას ცდილობს საჩუქრებით, კომპლიმენტებით, გეპატიჟებათ რომანტიკულ ადგილებში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი აღარ გეკონტაქტებათ - ეს იმდენად გაბნევთ სისტემატურად ამოწმებთ შეტყობინება ხომ არ დაგიტოვათ და ახლა აქეთ იწყებთ მის დევნას, მისი ყურადღების დამსახურებას.

 

 

წყარო:   

https://psychcentral.com/lib/tactics-manipulators-use-to-win-and-confuse-you#why-it-happens