ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 8 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 87 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 429 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 2 247 ადამიანი და დაიღუპა 47, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 43 300 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 126 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 8 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 143 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 28 308 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 941 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 4 486 და დაიღუპა 139 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 263 და დაიღუპა 33.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: