ბავშვთა შიზოფრენია

ბავშვთა შიზოფრენია

რა უნდა იცოდეთ ბავშვთა ასაკის შიზოფრენიის შესახებ?

ბავშვთა ასაკის შიზოფრენია მწვავე მენტალური დარღვევაა - პათოლოგია აზროვნებასთან და ქცევასთან, ემოციებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. დაავადების გამო პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ჰალუცინაციები, ბოდვა.

არსებითად, ბავშვთა შიზოფრენიას ისეთივე მიმდინარეობა აქვს როგორც ზრდასრულ პაციენტებში, თუმცა ამ შემთხვევაში მენტალური დარღვევა გაცილებით ადრე, ძირითადად, თინეიჯერობის ასაკში ჩნდება და სერიოზულ გავლენას ახდენს პატარა ადამიანის ზრდასა და განვითარებაზე.

გაითვალისწინეთ, შიზოფრენია ქრონიკული მდგომარეობაა, ანუ დაავადების მართვა აუცილებელია სიცოცხლის მანძილზე. მკურნალობის პროცესი გაცილებით ეფექტურია, როდესაც დაავადება დიაგნოსტირდება საწყის სტადიაზე.

ადრეული სიმპტომებია:

  • აზროვნების, მსჯელობის პრობლემა;
  • უცნაური აზრები ან საუბრის მანერა;
  • უჭირს სიზმრის ან ტელეგადაცემის რეალობისგან განსხვავება;
  • არ სურს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობა;
  • უძილობა;
  • არ აქვს პირად ჰიგიენაზე ზრუნვის თუ ტანსაცმლის გამოცვლის სურვილი;
  • ძალადობა, აგრესია;
  • გაღიზიანება;
  • დეპრესიული განწყობა;
  • ემოციების ნაკლებობა;
  • უჩვეულო შიში და შფოთვა;
  • ეჭვი ეპარება გარშემომყოფებში.

გვიან სტადიაზე სიმპტომატიკა გაცილებით მწვავდება და ჩნდება პათოლოგიური მოტორული ქცევა, ჰალუცინაციები, ფიქრები ერთმანეთში ქაოტურად ირევა, პაციენტი ემოციებისგან იმდენად იცლება, რომ საუბრის დროს არ იცვლის სახის გამომეტყველებას.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, შიზოფრენიის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკა, გარემო ფაქტორები და ტვინში ქიმიური ცვლილებები.

 

 

 

წყარო:       

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/childhood-schizophrenia/symptoms-causes/syc-20354483