შფოთვა და უძილობა

შფოთვა და უძილობა

რა კავშირია შფოთვასა და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის?

შფოთვითი დარღვევის სიმპტომების (ნერვიულობა, შიში, უარყოფითი ემოციები) ფონზე ადამიანს მშვიდად დაძინება უჭირს, ხშირად უჩივის უძილობას და მისთვის უცხო არც კოშმარული სიზმრებია.

ძილის ნაკლებობის ფონზე უფრო მწვავდება შფოთვის ხარისხი და გუნება-განწყობილებაც იცვლება.

შფოთვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მენტალური დარღვევაა, რომელიც უარყოფით კვალს ტოვებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

რასაკვირველია, შფოთვა ორგანიზმის ადეკვატური რეაქციაა სტრესული სიტუაციის დროს, თუმცა დარღვევის შემთხვევაში პაციენტები ამ შეგრძნებით მუდმივად იტანჯებიან და მაშინაც კი, როდესაც რეალური საფრთხე არ არსებობს. დაავადების დროს ნერვიულობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შემადგენელი ნაწილი ხდება. შფოთვითი აშლილობით გამოხატული შიში არ არის პროპორციული სიტუაციის მიმართ.

ძილის სერიოზული პათოლოგიები და მათ შორის უძილობა შფოთვითი აშლილობის გავრცელებული სიმპტომია.

როგორც წესი, პაციენტი სადარდებელზე ლოგინშიც ფიქრობს, უარყოფითი ემოციები ერთმანეთში ირევა და მშვიდად ვეღარ იძინებს. ლოგინში დიდხანს წრიალი და უძილობა თავისთავად გაღიზიანების რისკს ზრდის, რაც ზოგად მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

სამწუხაროდ, ქრონიკული შფოთვის შედეგად უსიამოვნო სიზმრები ხშირად ყალიბდება - ზოგიერთ ადამიანს შემზარავი სცენარის ნახვის შიშით დაძინებაც კი აღარ სურს.

შფოთვისა და ძილთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ სპეციალისტს - დროული დიაგნოსტირების დროს ნებისმიერი დაავადების (როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური) მართვა გაცილებით მარტივი და ეფექტურია.

 

 

 

წყარო:  

https://www.sleepfoundation.org/mental-health/anxiety-and-sleep