რა უარყოფითი ცვლილებები ჩნდება ორგანიზმში და რომელი დაავადებების რისკი იზრდება არააქტიური ცხოვრების წესის გამო?

რა უარყოფითი ცვლილებები ჩნდება ორგანიზმში და რომელი დაავადებების რისკი იზრდება არააქტიური ცხოვრების წესის გამო?

ფიზიკური აქტივობა აუცილებელია.

თუ სპორტით ან ცეკვით არ ხართ დაკავებული, სავარაუდოდ, თქვენი ცხოვრების რიტმი არააქტიურია. თუმცა ზოგიერთი ადამიანის ყოველდღიური რიტმი გაცილებით პასიურია, მაგალითად, მჯდომარე სამსახური, ოფისის შემდეგ კვლავ სკამზე ყოფნა საზოგადოებრივ თუ კერძო ტრანსპორტში, საღამოს ისევ სავარძელი ტელევიზორში გასართობი პროგრამისა თუ მობილურში სოციალური ქსელების თვალიერების გამო და შემდეგ ძილი.

სამწუხაროდ, არააქტიური ცხოვრების სტილი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და არაერთი დაავადების განვითარების წინაპირობაცაა.

ორგანიზმში ვითარდება შემდეგი უარყოფითი ცვლილებები:

  • გაცილებით ნაკლებ კალორიას წვავთ, შესაბამისად, არ არის გამორიცხული გასუქდეთ;
  • კუნთები სიმკვრივეს კარგავს;
  • ძვალი სუსტდება და მინერალებს კარგავს;
  • მეტაბოლიზმის დაქვეითების ფონზე ორგანიზმს უჭირს არაჯანსაღი ცხიმის დაწვა;
  • იმუნიტეტი სუსტდება, აღარ აქვს ძალა სათანადოდ ებრძოლოს ვირუსებს, ბაქტერიებს;
  • სისხლის მიმოქცევის სისტემა შეფერხებით მუშაობს;
  • გაცილებით ხშირად ავადობთ ანთებითი დაავადებებით;
  • ჰორმონული დისბალანსი ჩნდება.

თუ რეგულარულად არ ივარჯიშებთ სავსებით შესაძლებელია განვითარდეს რიგი ქრონიკული პათოლოგიები, მაგალითად:

  • ჭარბი წონა, სიმსუქნე;
  • გულის დაავადებები;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტეროლი;
  • ინსულტი;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • დიაბეტი ტიპი 2;
  • ზოგიერთი ტიპის კიბო;
  • ოსტეოპოროზი;
  • დეპრესია;
  • შფოთვა.

    წყარო:      

    https://medlineplus.gov/healthrisksofaninactivelifestyle.html