ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 7 მაისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 539 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 1 497 ადამიანი და დაიღუპა 23, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 35 681 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 734 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 7 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 175 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 32 209 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 458 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 4 810 და დაიღუპა 115 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 300 და დაიღუპა 34.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: