ძვლის ქსოვილის სიკვდილს სამედიცინო ენაზე ავასკულური ნეკროზი ეწოდება - დაავადება ცნობილია ოსტეონეკროზის სახელწოდებითაც.
ავასკულური ნეკროზის გამო შესაძლოა განვითარდეს ძვლის მცირე ზომის მოტეხილობა ან სრული კოლაფსი.
მოტეხილი ძვლის გამო ან სახსრის მდებარეობის შეცვლის ფონზე ძვლის სეგმენტში ირღვევა სისხლის მიმოქცევის უნარი (სისხლით მომარაგების ნორმალური პროცესი ირღვევა).
დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 30-დან 50 წლამდე ასაკის პირებში.
დიაგნოსტირება
ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმი დააწვება სახსარს და შეაფასებს მდგომარეობას.
შესაძლოა მიიღოთ მითითება, რომ სახსარი სხვადასხვა პოზაში შეცვალოთ - ამ გზით დადგინდება მოძრაობის უნარი დაქვეითდა თუ არა.
სახსრის ტკივილი არაერთი პათოლოგიის სიმპტომია, შესაბამისად, ამ დიაგნოსტირების მეთოდებით უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი:
- რენტგენოლოგიური კვლევა;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია;
- ძვლის სკანირება.
მკურნალობა
მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი ძვლის მასის განლევის პრევენციაა.
ავასკულური ნეკროზის ადრეულ სტადიაზე ეფექტურია შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა.
ძვალზე დამატებითი ზეწოლა რომ არ მოხდეს ანუ მეტად რომ აღარ დაზიანდეს, გარკვეული დროით, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში, პაციენტს ურჩევენ დასვენებას, ფიზიკური აქტივობის მინიმუმამდე შეზღუდვას.
ზოგჯერ სახსრის მოძრაობის უნარის გასაუმჯობესებლად ინიშნება ფიზიოთერაპია.
გაითვალისწინეთ, ბევრი ადამიანის ორგანიზმში ეს პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ნიშნები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც დაავადება პროგრესირებს.
ქირურგმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს შემდეგი ტიპის ქირურგიული ჩარევა:
- ნეკროზული ქსოვილის დეკომპრესია;
- ძვლის ტრანსპლანტაცია;
- ოსტეოტომია;
- სახსრის ჩანაცვლება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/avascular-necrosis/diagnosis-treatment/drc-20369863