23 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიება ტარდება ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ჩვენი ორგანიზაციის ოქროს პარტნიორი კომპანიის Medical Linkers-ის (Medical Linkers ლიდერი ცენტრია ინდოეთში, სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით) ორგანიზებით.
საერთაშორისო კონფერენციის თემაა „პროტონული თერაპიის როლი სოლიდური სიმსივნეების მკურნალობაში“.
კონფერენციის ფარგლებში თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Apolo Hospital Group-ის მენეჯმენტი; პროტონულ თერაპიაზე, როგორც სიმსივნესთან ბრძოლის ინოვაციურ მეთოდზე, პრეზენტაციას წარადგენს ცნობილი ინდოელი ექიმი სრინივას ჩილუკური, რომელიც წლებია წარმატებით მოღვაწეობს რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით, ხოლო Apolo Hospital Group-ის მისიაზე, მიზანსა და სამომავლო გეგმაზე დეტალურ ინფორმაციას წარმოგვიდგენს კლინიკის მარკეტინგის მენეჯერი გაურავ თაკრალი.
პრეზენტაციას დაესწრებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, ოჯახის ექიმები, ზოგადი პროფილის ექიმები.
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო კონფერენციაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გაიაროთ რეგისტრაცია.
გაეცანით ინფორმაციას პრეზენტაციის მომხსენებელ ექიმზე
ექიმი სრინივას ჩილუკური რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი მედიკოსია.
იგი ერთ-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელიც ინდური სამედიცინო ქსელის Apollo Proton Cancer Center-ის კლინიკურ პროგრამაში ჩაერთო - პროგრამა მოიცავს სხივურ თერაპიას.
ექიმი ხელმძღვანელობს პედიატრიულ, ძვლის, რბილი ქსოვილების, შარდსასქესო და თორაკალური კიბოს რადიაციული ონკოლოგიის პროგრამას.
კლინიკური სერვისის პარალელურად აქტიურადაა ჩართული კვლევით პროგრამებში და თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა თუ მართვის პროცესში დახმარებას ხშირად სთხოვენ უცხოელი სპეციალისტები.
არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოებამ და ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოებამ ბატონი სრინივა დააჯილდოვა როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ონკოლოგი.
რა უნდა იცოდეთ ინდური სამედიცინო ქსელის Apolo Hospital Group-ის შესახებ?
Apolo Hospital Group ინდოეთში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო ქსელია, რომელიც აერთიანებს 75 კლინიკას და 8 000-ს მედიკოსს. კლინიკა გაშლილია 10 000 საწოლზე.
პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად კლინიკა ჩართულია საგანმანათლებლო სფეროშიც - მომავალი მედიკოსებისთვის მენეჯმენტმა დააფუძნა სამედიცინო კოლეჯი და საექთნო სკოლა.
Apolo Hospital Group-ს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ანდო 13 მილიონზე მეტმა პაციენტმა.
რა უნდა იცოდეთ პროტონული თერაპიის შესახებ?
პროტონული თერაპია სიმსივნესთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდია.
მთელი რიგი სიმსივნეების დროს პროტონული თერაპია გვევლინება მკურნალობის უალტერნატივო საშუალებად - მას ახასიათებს გაცილებით მაღალი პრეციზიულობა და ამასთან, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანების გარეშე.